შოთა ხაბარელი ვაზიანის დასახლებაში არსებულ პრობლემებს გაეცნო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის  დეპუტატობის კანდიდატი შოთა ხაბარელი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაზიანის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს. აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი გზები და სასმელი წყლია.
„ჩვენი შეხვედრა უნდა იყოს საწინდარი მომავალი კონსტრუქციული ურთიერთობებისა. ეს შეხვედრა არ იქნება პირველი და უკანასკნელი, ჩვენ შორის უნდა იყოს მუდმივი კომუნიკაცია. თქვენი არც ერთი პრობლემა არ დარჩება უყურადღებოდ, ჩვენ ვიქნებით თქვენს სამსახურში“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები