არჩილ თალაკვაძე სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას შეხვდა.
მან ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ეს სოფელი მდინარეების – ბჟუჟის და ნატანების შუამდინარეთია, ძლიერი ოჯახებით და შესაძლებლობებით. თქვენ პოლიტიკაში კარგად ერკვევით და მჯერა, რომ ხმას მისცემთ მომავლის ლიდერებს და სწრაფ განვითარებას. 9 ოქტომბრიდან მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიკაპიწო ხელები და ახალი სამეწარმეო პროექტები შევთავაზოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას”, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაზრდა და გაძლიერება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები