რა გულისამრევი აზროვნება გაქვს, ბერძენიშვილო! – შიხიაშვილი დავით ბერძენიშვილს აკრიტიკებს

სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს, დავით ბერძენიშვილს მწვავედ აკრიტიკებს და ახსენებს, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოვიდა.
„რა გულისამრევი საქციელი და აზროვნება გაქვს, ბერძენიშვილო! მე ბიძინა ივანიშვილის არც მეხოტბე ვარ და არც მგალობელი, მაგრამ წვეთოვანაზე შერთებული თქვენი სექტა, პოლიტიკური ძალაუფლების პედესტალზე ბიძინა ივანიშვილის წყალობით არ მოხვდით?! ასეთი უსისხლოები რა ხართ?! ნუთუ ვერ ხედავთ, ვერ გრძნობთ, როგორ ეზიზღებით ქართულ საზოგადოებას?! მალე გამოგიტანთ ქართველი ერი განაჩენს და მოგისვრით სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე, რომ ვერასოდეს საზოგადოების სახელით ვეღარ იყეფოთ! ისე “კუ და მორიელის” იგავი, რომ წაგეკითხა, ჯობდა, ფროიდის იდეებით ტვინის გამოლაყებას“, – წერს ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში.
ირაკლი შიხიაშვილის გაღიზიანება ტელეკომპანია “ტვ პირველის” პირდაპირი ეთერიდან ბიძინა ივანიშვილთან დავით ბერძენიშვილის მიერ განხორციელებულმა ზარმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები