ტყეში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ყვარლის რაიონის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრი, 26 წლის ლექსო პეტრუზაშვილია.
როგორც სოფელ შილდას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ლევან ხუციშვილი აცხადებს, გარდაცვლილი მამაკაცი ტყეში საკუთარი ოჯახის საქონელს მწყემსავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები