იაპონელმა სასიკვდილო თოფი გამოიგონა, რომელიც წყლის ჭავლს ისვრის (ვიდეო)
იაპონელმა გამომგონებელმა თოფი შექმნა, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელ ადამიანს წყლის ჭავლით სერიოზული ზიანი მიაყენოს და მოკლას კიდეც. ამის შესახებ „ლენტა.რუ “იუწყება. ვიდეოზე ნაჩვენებია, როგორ ტეხავს კომპაქტ-დისკს, ასევე ორგანულ მინას შეკუმშული წყლის ჭავლი.
აქვე განთავსებულია მოწყობილობის ნახატები და აღწერილია მისი მოქმედების პრინციპი. იარაღის შიგნით შეკუმშული ჰაერით იქმნება მაღალი წნევა, ჩვეულებრივი წყლის ჭავლის მოწყობილობისგან ეს თოფი იმით განსხვავდება, რომ გამოსროლილი ჰაერის რაოდენობა აქ ბევრად მეტია.