ქუთაისის საქლაქო სასამართლოში ყოფილი პოლიციელის, გოდერძი თევზაძის პროცესი გაიმართება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელისთვის, გოდერძი თევზაძისთვის აღკვეთის ღონისძიების დადასტურებასთან დაკავშირებით, პროცესი დღეს გაიმართება.
როგორც „კვირას“ ბრალდებულის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ განუცხადა, სასამართლო სხდომა 15:00 საათისთვის ჩაინიშნა. მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი იქნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველძეც ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად რამდენიმე კვირის წინ შეუფარდა. იმ დროისთვის თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა, თუმცა ორი დღის წინ პროკურატურას ჩაბარდა.
დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები