სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი, 15 ცალი ვაზნით აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 15 ცალი ვაზნით ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული პოლიციის განყოფილებას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები