სროლა ვაკეში – ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი. თვითმხილველების ინფორმაციით, მას ქვედა კიდურებში ესროლეს.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას საოპერაციოდ ამზადებენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით – სსკ-ის 236-ე ( ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) და 118-ე მუხლით (სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება) დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები