დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი პროკურატურას ჩაბარდა

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პროკურატურას ჩაბარდა, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
როგორც გოდერძი თევზაძის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ აღნიშნა, ბრალდებული ცოტა ხნის წინ ის დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში გამოცხადდა. ადვოკატის ინფორმაციით, გოდერძი თევზაძე ჩაბარებამდე გამოძიებასთან თანამშრომლობდა და დაკითხულიც იყო.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე თვითმკველობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები