ცესკოს „თოფაძე-მრეწველები- ჩვენი სამშობლოს“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკის „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლოს“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება, რომლის თანახმადაც საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაევალა, გამოსცეს ახალი განკარგულება, რომლის თანახმადაც „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება, ასევე გატარდება მისი პროპორციული სიაც.
მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორი დღის ვადაში აქვს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკისრა ასევე 100 ლარი საარჩევნო ბლოკ „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ სასარგებლოდ, რაც საარჩევნო ბლოკმა სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები