სელფები ვულკანის ფონზე – კუნძულ რეიუნიონზე, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის, ვულკანი ამოიფრქვა (ვიდეო)
აფრიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ რეიუნიონზე, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის, ვულკანი „პიტონ-დე-ლა-ფურნეზი“ ამოიფრქვა. „პიტონ-დე-ლა-ფურნეზის“ ამოფრქვევა საშუალოდ 9 თვეში ერთხელ ხდება. ვულკანის სანახავად ასობით ტურისტი ჩადის, რომლებიც ამ მოვლენას დღისითაც და ღამის საათებშიც აკვირდებიან. ბუნებრივია, ყველა ცდილობს ეს ფაქტი ვიდეო და ფოტოკამერებზე დააფიქსიროს.
საფრანგეთის ვულკანოლოგიის სამსახურის ინფორმაციით, ვულკანი წელს უკვე მეორედ ამოიფრქვა. მოსახლეობისთვის ის საფრთხეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ახლომახლო დასახლებული პუნქტები არ არის.