საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა

დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს საქმიან სადილზე უმასპინძლა.
შეხვედრის მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონში არსებული ვითარებას იყო.მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
აღინიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრები შეხვედრებს გამართავენ:
საქართველოს პარლამენტის ფრაქციების წარმომადგენლებთან; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან; შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები