ხორვატიაში 2025 წელს ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ხორვატიაში 2025 წელს ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

ქვეყნის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორების რაოდენობამ ყველა წინა მაჩვენებელს გადააჭარბა, განსაკუთრებით გაიზარდა ვიზიტები ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.

ტურიზმის მინისტრმა ტონჩი გლავინამ განაცხადა, რომ ხორვატიაში 2025 წელს 15,5 მილიონი ტურისტი დაფიქსირდა.

მისივე თქმით, იანვარ-აგვისტოში ტურისტების ხარჯები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ზრდას ხელს უწყობს საზღვაო კურორტებზე მოთხოვნის მატება და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები