გორის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გორში, ქალაქის ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას ველოსიპედით მიმავალმა კაცმა ზურგში დანა ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს იკვლევს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები