ეკა მიშველაძე: პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურა შერჩეული არ ჰყავს

პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურა შერჩეული არ ჰყავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიშველაძე უშიშროების საბჭოს მდივნად ვანო მაჭავარიანისა და ლევან დოლიძის შესაძლო დანიშვნის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამათგან არც ერთი კანდიდატურა განხილული არ ყოფილა.
„უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას თავად გაცნობებთ. პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები