დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჩვენ ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სურვილი გვამოძრავებს

ნაძალადევის მე-18 ოლქში „ნინო ბურჯანაძის“ პოლიტიკური მოძრაობიდან წარდგენილი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ნინო ბურჯანაძის ძალა „პრორუსულად“ მოიხსენიეს, დეზინფორმაციას უწოდებს.
იგი ქართულ პოლიტიკაში უპრეცედენტო შემთხვევად თვლის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთებას.
“ამ ორგანიზაციებმა საქართველოს ძალოვნებს მოუწოდეს, რომ ყურადღება მიექციათ ჩვენი პოლიტიკური ძალის საქმიანობისთვის. ესაა სახელმწიფო საქმეებში ჩარევა. ის დონორები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს აფინანსებენ, არიან ქვეყნის გარეთ და ერევიან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ძალების საქმიანობაში. მე პირიქით, მოვუწოდებ სუს-ს დაინტერესდეს ამ ორგანიზაციების დაფინასების წყაროებით.
ერთადერთი, რაც ჩვენ გვამოძრავებს, ესა ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და ამისთვის საჭიროა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებამ პირდაპირ დიალოგის რეჟიმში ილაპარაკოს“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში.
მანვე კომენტარი პარტიიდან წასულ წევრებზეც გააკეთა და უთანხმოების მიზეზად საარჩევნო სია დაასახელა.
“მსგავსი პრობლემა შეექმნა ბევრ პოლიტიკურ პარტიას, აქ გასაოცარი და უჩვეულო არაფერია. ადამიანები, ვინც დატოვეს ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა, საარჩევნო სიის გამო განაწყენდნენ“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები