შოთა ხაბარელი: „მრეწველების“ ბოლოდროინდელი განცხადებები პრორუსული პოლიტიკური ძალის განცხადებებს ჰგავს

„ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური კურსით არის დასავლეთისკენ მიმართული. „მრეწველების „ განცხადებები ჰგავს პრორუსული ძალის მატარებელი პოლიტიკოსების განცხადებებს“,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა.
დადებითი განწყობის მიუხედავად, შოთა ხაბარელი „მრეწველებს“ პოლიტიკურ კურსს უწუნებს.
“განწყობა ჩემი დადებითია, მაგრამ ის განცხადებები, რომლებითაც გამოირჩევა „მრეწველთა პარტია“, ეს არ არის დასავლური, ეს არის პრორუსული კურსი და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, აწყობს თუ არა ჩვენს ქვეყანას პრორუსული პარტია“,-განაცხადა შოთა ხაბარელმა
მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტში არ ისურვებდა :“ნაციონალურ მოძრაობას“ და ის პარტიებიც დაასახელა რომელთა პოლიტიკური ხედვაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსის იდენტურია.
“ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას არ ვისურვებდი, გვყავს ისეთი პარტიები, როგორებიცაა „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და არის იმის წინაპირობა, რომ ეს პარტიები მოხვდნენ პარლამენტში. მათი საგარეო კურსი, პროდასავლური მიმართულება მისაღებია ჩვენთვის და ჩვენი კურსის იდენტურია“, -განაცხადა შოთა ხაბარელმა „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები