შოთა ხაბარელი: „ქართული ოცნება“ 100-ზე მეტ დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში

„მოსახლეობის განწყობა, მათთან შეხვედრები მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვა, ჩვენ სოლიდური უმრავლესობით შევალთ წარმომადგენლობით ორგანოში. “ქართული ოცნება“ 100-ზე მეტ დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში“, -ამის შესახებ“ქართული ოცნების“ სამგორის მე-13 ოლქის დეპუტატმა და „ქართული ოცნების“ სიის 67-ე ნომერმა, შოთა ხაბარელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეპუტატობის კანდიდატი ამ ეტაპზე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მთავარ პრობლემად, როგორც ხაბარელი აღნიშნავს, ინფრასტრუქტურის მოგვარება და უმუშევრობა რჩება.
ხაბარელი ოლქის 42 000 ამომრჩეველს მომდევნო 4 წლის მანძილზე იმ საკითხების მოგვარებას ჰპირდება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ექნება გასაკეთებელი. კანდიდატი პარლამენტში სპორტსმენების შეყვანის საკითხსაც შეეხო.
“სპორტსმენი ეს არაა პროფესია და პოლიტიკაც არაა პროფესია, ამიტომ წარმომადგენლობით ორგანოში, ხალხი ნდობას ვისაც გამოუცხადებს, სწორედ ის ადამიანები უნდა იყვნენ. მთავარია, საზოგადეობის ნდობა იყოს ამ ადამიანების მიმართ. ამ სპორტსმენებს აქვთ გარკვეული გამოცდილება არა მარტო სპორტში, არამედ საზოგადოებრივ საქმიანობაში“, -განაცხადა შოთა ხაბარელმა „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები