მანანა კობახიძე : თუკი შენიშვნა ითქმის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, მთლიანად ვიზიარებ პასუხისმგებლობას

„საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, წარდგენილი იყო საკონსტიტუციო პროექტები, თუმცა კვორუმის პრობლემის გამო, მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი იყო“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
„თუკი რაიმე საყვედური და შენიშვნები ითქმის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, მთლიანად ვიზიარებ პასუხისმგებლობას, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ“, – აცხადებს კობახიძე. მისივე თქმით, კომისიის მუშაობისადმი ნაკლები ინტერესი გამოხატული იყო არა მხოლოდ მასში ჩართული წევრების მხრიდან, არამედ თავად პოლიტიკოსებისა და პარტიების მხრიდანაც.
„სამწუხაროდ, იყო ბევრი მიზეზი საიმისოდ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ასე შეფასდა. სამწუხარო ის არის, რომ თუნდაც იმ ჯგუფში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, კვორუმი ერთხელ თუ ორჯერ შედგა. რეალურად, კომისიის მუშაობისადმი ნაკლები ინტერესი გამოხატული იყო არა მხოლოდ მასში ჩართული წევრების მხრიდან, არამედ თავად პოლიტიკოსებისა და პარტიების მხრიდანაც. იყვნენ კომისიის წევრები, რომლებიც სხდომებს საერთოდ არ დასწრებიან. კომისიაში წერილობით არაერთი საკონსტიტუციო ინიციატივა იყო წარდგენილი, მაგრამ კომისია არ იყო ქმედითი, იყო ნაკლები ინტერესი, არ იყო შესაბამისი თანამონაწილეობა, რაც აუცილებელი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
„არც მიფიქრია, რომ დავით უსუფაშვილის გარდა სხვა ვინმე იქნებოდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ თითი თითზე არ დაუდია“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
”გარდა იმისა, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერია, ის არის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. როცა მკითხა, რომ საკონსტიტუციო კომისია ყალიბდება და ჩემს თავმჯდომარეობაზე რას იტყვიო, არც მიფიქრია, რომ სხვა კაცი იქნებოდა თავმჯდომარე. ასე რომ, ის ოთხი წელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. იქვე შედის ხმალაძეც, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც კარგ იურისტს. თითი თითზე არ დაუდიათ იმ კომისიაში. ბევრი რამ იყო შესაცვლელი, მათ შორის პრეზიდენტის შესახებაც“,- განცხადა ექსპრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები