პაატა ბურჭულაძის პარტია გიორგი რუხაძემ დატოვა – „ეს აღარ არის პაატა ბურჭულაძის მოძრაობა“

პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ დატოვა. პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე რუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ აღარ არის პაატა ბურჭულაძის მოძრაობა.
“ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა ვთქვა, მაგრამ მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას, რადგან ეს აღარ არის ბურჭულაძის მოძრაობა. ეს აღარ არის ალტერნატივა არც “ქართული ოცნებისა” და არც “ნაციონალური მოძრაობისა”. ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ეს არის ძალა, რომელსაც პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს”,- განაცხადა რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები