გიორგი მღებრიშვილი: სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ხელს ვერავინ დააფარებს

სანამ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ხელს ვერავინ დააფარებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ეტაპზეა გამოძიება. რაც შეეხება მფარველობას, აბსოლუტურად აბსურდია, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერც ერთ ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ვერ დააფარებს ხელს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რატომ ვერ აკავებენ ამ დრომდე ეჭვმიტანილს, მინისტრმა განმარტა, რომ ეჭვმიტანილის დასაკავებლად შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
„ზოგს აკავებენ ერთ კვირაში, ზოგს – ერთ თვეში, ზოგჯერ ძებნის ღონისძიება ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი მოვძებნოთ და ის წარდგეს გამოძიებისა და მართლმსაჯულების წინაშე“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები