გიორგი მღებრიშვილი: ბოლო პერიოდში ისტერიკული ხასიათი მიიღო პოლიციელების დადანაშაულებამ

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში ისტერიკული ხასიათი მიიღო პოლიციელების დადანაშაულებამ. აღნიშნული განცხადებით, გიორგი მღებრიშვილი სამტრედიაში, კუპრავების ოჯახის მიერ პოლიციელის ძალადობაში დადანაშაულებას გამოეხმაურა და  აღნიშნა,  რომ ეს ისტერიკა ადრე თუ გვიან დამთავრდება.

“ყველანი გავთავისუფლდეთ ემოციებისგან და ცოტა ცივი გონებით შევხედოთ პოლიციის მოქმედებებსაც.  ერთი დღე წარმოიდგინეთ პოლიციის გარეშე ქვეყანა და ზოგადად სამყარო”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

შს მინისტრისტრი აცხადებს, რომ თუ ვინმეს აქვს კონკრეტული ფაქტები, მან  შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები