ირაკლი გოგავა: მივიღე ინფორმაცია, რომ ნაცების აქტივისტებს მთელი აგვისტო ავარჯიშებდნენ უკრაინის ტერიტორიაზე

უკრაინიდან მივიღე ინფორმაცია, რომ უკრაინული “ავტომაიდანის” ყოფილი ლიდერები და სერგეი ხაჯინოვი მთელი აგვისტოს განმავლობაში ნაცების აქტივისტებს ავარჯიშებდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია “ალიანსი – ახალი საქართველოს” ყოფილი თავმჯდომარე, 2009-2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს პოლიტიკური კონსულტანტი  ირაკლი გოგავა წერს.

gog1“უკრაინიდან მივიღე ინფორმაცია, რომ უკრაინული “ავტომაიდანის” ყოფილი ლიდერები ალექსეი გრიცენკო (უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ანატოლი გრიცენკოს შვილი) და სერგეი ხაჯინოვი მთელი აგვისტოს განმავლობაში ნაცების აქტივისტებს ავარჯიშებდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. იგივე წყარო ამბობს, რომ ნაცებს უკვე მზად ჰყავთ 200-მდე მანქანა ეკიპაჟით და დაგეგმილია ამ რაოდენობის გაზრდა. საქართველოში “ავტომაიდანის” პროექტი განხორციელება დაწყებულია. “ავტომაიდანი” უკრაინაში ჩატრებული “ევრომაიდანი”-ს ავტონომიური ნაწილი იყო და მის ფუნქციებში შედიოდა გზების, სახელმწიფო დაწესებულებების და სამართალდამცავი ორგანოების ოფისების, ხელისუფლების წარმომადგენლების სახლების, სამთავრობო ტრანსპორტის ბლოკირება. ეკიპაჟის შემადგენლობაში 3 ადამიანი შედიოდა: მძღოლი, ოპერატორი და ახალგაზრდა გოგონა. გრიცენკო და ხაჯინოვი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოეყვნენ “ავტომაიდანს” და ცალკე არიან. “ავტომაიდანის” დღევანდელმა ლიდერებმა (კარპი და კუვიტა) უარი უთხრეს ნაციონალებს გაწვრთნაზე. ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ალექსეი გრიცენკო ამბობს: “50 კაცი ქუჩაში არაფერია, აი 50 მანქანა ქუჩაში კი დიდი ძალაა!” – წერს სოციალურ ქსელში გოგავა.
gog2
racxa

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები