მარსმავალმა „წითელი პლანეტის“ უჩვეულო ფოტოები გადაიღო (ფოტოკოლაჟი)
მარსმავალმა Curiosity-მ „წითელი პლანეტის“ ლანდშაფტის უჩვეულო ფოტოები გადაიღო. ამჟამად მარსმავალი შარპის მთასთან იმყოფება და ფოტოების გადაღებას განაგრძობს. ამის შესახებ „ნასა“ იუწყება. ახლო ხედით მთების გადაღება მეცნიერებს მათი წარმოშობის დადგენის საშუალებას აძლევს. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მთები და მაღლობები ადრე სილით იყო დაფარული, მაგრამ წყლის ზემოქმედებით ლანდშაფტმა ამჟამინდელი სახე მიიღო.