ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„რამდენიმე საათის წინ, ტელეკომპანია “GDS”-ზე სტუმრობისას, ვაკეში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ნუცუბიძე შეუძლოდ გახდა.

ტელევიზიამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზეც აღმოუჩინა და სასწრაფო დახმარებაც გამოიძახა, რისთვისაც ჩემს კოლეგებს დიდ მადლობას ვუხდი. კახა ჩაფიძის სახელობის გულის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევა ჩაუტარდა. ხვალ ამ გამოკვლევის პასუხი გვეცოდინება. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ეს წუთია ჩაფიძის სახელობის კლინიკიდან დავბრუნდით. გადაცემის დასრულების შემდეგ, კახა ნუცუბიძის სანახავად ბიძინა გეგიძე მოვიდა. კახა ვაკეში “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატია, ბიძინა ვაკეშივე “ქართული ოცნების” კანდიდატი გახლავთ. ეს ადამიანები ერთმანეთს მრავალი წელია იცნობენ. დასაფასებელია ეს ყურადღება და ეს საქციელი, ამიტომ ბიძინას ჩემს დიდ პატივისცემას საჯაროდ ვუზიარებ! ესაა ურთიერთობა, რასაც თბილისი ჰქვია. არჩევნები ჩაივლის, ამისთანა არჩევნებს ჩაუვლია?! ზნეობრივ კაცებად და მანდილოსნებად დავრჩეთ, მთავარი ესაა. დიდი მადლობა ტელეკომპანიას “GDS”-ი, რომელმაც, ასევე, გამოიჩინა გულისხმიერება და ყურადღება ჩვენი კანდიდატისადმი და ამ დრომდე არკვევდნენ კახას ჯანმრთელობის მდგომარეობას.

P.S. ისე, იმ სტუდიაში სხვა კანდიდატებიც ისხდნენ… დარწმუნებული ვარ, რომელიმე მათგანი პირდაპირ ეთერში რომ შეუძლოდ გამხდარიყო, კახა ნუცუბიძე შუა გადაცემიდან, ან გადაცემის დასრულებისთანავე საავადმყოფოში მივიდოდა. ეს სულში უნდა გქონდეს, ბუნებაში. ამას ვერ გასწავლიან“, – წერს ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები