სირიაში სამშვიდობო შეთანხმება ძალაში დღეს უნდა შევიდეს

სირიაში სამშვიდობო შეთანხმება დღეიდან ძალაში უნდა შევიდეს. ის მუსლიმანების რელიგიურ დღესასწაულს, ყურბან ბაირამს უკავშირდება. ამასთანავე, „ბი-ბი-სის“ ცნობით, კვირას სირიის ქალაქებზე კვლავ ავიადარტყმები განხორციელდა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯენ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პარასკევს ჟენევაშიგამართულ მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ, საბრძოლო მოქმედებები 10 დღით უნდა შეწყდეს, ხოლო შემდეგ სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი საჰაერო ოპერაცია უნდა დაიწყოს. ამასთანავე, ჯერ-ჯერობით უცნობია, შეწყვეტენ თუ არა საბრძოლო მოქმედებებს სირიის ოპოზიციის ძალები.
„სირიის თავისუფალმა არმიამ“ უკვე აცნობა აშშ-ის ხელისუფლებას, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში სათანამშრომლოდ მზად არის, მაგრამ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სირიის ხელისუფლებას აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები