ჩიკაგოში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის დეპარტამენტი იუწყება. სროლა ქალაქის სამხრეთ ნაწილში მოხდა. კერძოდ, სამი ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი, მანქანაში ჩაცხრილეს.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ჩიკაგო დანაშაულის მხრივ, აშშ-ში პირველ ადგილზეა. მიმდინარე წელს აქ 500-ზე მეტი მძიმე დანაშაული მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები