სეულის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა მორიგ ბირთვულ აფეთქებას ამზადებს

ჩრდილოეთ კორეა მორიგ ბირთვულ აფეთქებას ამზადებს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის სააგენტო „იონჰაპი“ იუწყება. სეულის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლოა, მთებში მდებარე პოლიგონის გვირაბები გამოიყენოს. ადრე აფეთქებები სხვა ადგილებში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ 9 სექტემბერს ყველაზე ძლიერი ბირთვული ბომბის გამოცდა ჩაატარა. აფეთქებამ  5,3, მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სეულმა ფხენიანის დაბომბვის გეგმა შეიმუშავა, თუ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაზე ატომური დარტყმის მზადებას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები