ჰილარი კლინტონს პნევმონია დაუდგინდა

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, ჰილარი კლინტონს პნევმონია დაუდგინდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება, კლინტონის მკურნალი ექიმის, ლისა ბარდაკის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი ამჟამად ანტიბიოტიკებს იღებს.
ავადმყოფობის გამო ჰილარი კლინტონმა კალიფორნიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. მას სან-ფრანცისკოში და ლოს-ანჯელესში საარჩევნო ღონისძიებებში უნდა მიეღო მონაწილეობა. კლინტონის ჯანმრთელობის შესახებ რამდენჯერმე ეჭვი გამოთქვა „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა. კლინტონის ექიმები აცხადებენ, რომ 2012 წელს ტრომბის ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ ის სრულად არის რეაბილიტირებული. ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა ტრამპი ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები