“ცენტრ პოინტის” საქმეზე სასამართლო პროცესი შესაძლოა გადაიდოს

“ცენტრ პოინტის” საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს 2 საათზეა ჩანიშნული, დაცვის მხარე პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაყენებას ითხოვს.
მიზეზად რუსუდან კერვალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. როგორც ადვოკატი აცხადებს, რუსუდან კერვალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც  სასამართლო პროცესზე მისვლას ვერ შეძლებს. პროცესზე მოწმეების დაკითხვა უნდა გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდებულები არიან რუსუდან კერვალიშვილი, მაია რჩეულიშვილი და „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია. გამოძიება მათ თაღლითობასა და თანხების მითვისებას ედავება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები