Journal du Dimanche : ტერორისტების სამიზნე ეიფელის კოშკი უნდა გამხდარიყო
პარიზში ნოტრ-დამის ეკლესიის მახლობლად ნაპოვნი გაზის ბალონებით სავსე მანქანასთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქალი აცხადებს,რომ აირის ბალონები ეიფელის კოშკთან ტერორისტული აქტის განსახორციელებლად იყო განკუთვნილი.
ამის შესახებ Journal du Dimanche წერს.
„დაკავებულმა ქალმა პოლიციას მისცა ჩვენება, რომელიც რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ აირის ბალონებიანი მანქანის აფეთქება ეიფელის კოშკთან იყო დაგეგმილი„- წერს გამოცემა.
იქამდე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერორისტების სამიზნე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იყო.
გაზის ბალონებით სავსე მანქანასთან კავშირის ბრალდებით სულ 3 ქალია დაკავებული.
სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულები „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ.