საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: იქნება ახალი თავდასხმები, ახალი უდანაშაულო მსხვერპლი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსის ინფორმაციით საფრანგეთში ახალი ტერაქტების მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„იქნება ახალი თავდასხმები, ახალი უდანაშაულო მსხვერპლი. ეს ჩემი მოვალეობაა, რომ ამის შესახებ ვუთხრა ფრანგ ხალხს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელი ტერაქტების აღკვეთის მიზნით, 15 ათას ადამიანს პოლიცია ადევნებს თვალს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას საფრანგეთის ხელისუფლებამ სულ მცირე ორი ტერაქტი აღკვეთა.
პროკურატურამ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები