ხმელთაშუა ზღვაში 2 300 მიგრანტი გადაარჩინეს

ბოლო დღეების განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვაში, მაშველებმა დაახლოებით 2 300 მიგრანტი გადაარჩინეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მაშველებმა, იტალიის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობით, 18 სამაშველო ოპერაცია განახორციელეს. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდნენ ესპანეთისა და ირლანდიის გემები. მიგრანტები ზღვის გადაცურვას ნავების მეშვეობით ცდილობდნენ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წელს, ხმელთაშუა ზღვიდან ევროპაში 263 ათასი მიგრანტი ჩავიდა, მათ შორის დაახლოებით 160 ათასი საბერძნეთში, ხოლო 100 ათასამდე კი იტალიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები