2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 15 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 15 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – “ბოინგ 767” ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა.
მეორე თვითმფრინავი “ტყუპების” სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი – “ბოინგ 757” პენტაგონის მახლობლად ჩამოვარდა, მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს სულ 2 996 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 19 გამტაცებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები