თეა პერტაია: პოლიციელი გმირია და არასოდეს მოვერიდები ამის ხაზგასმას!

„ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ პოლიციელები ჩვენი და ჩვენი შვილების, ჩვენი მშობლების სიცოცხლის და უსაფრთხოების დასაცავად 24 საათის მანძილზე, ყოველ დღე, თავიანთ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ“ , – ამ სიტყვებით ეხმაურება შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია ბათუმში მომხდარ ფაქტს, როდესაც ბრალდებულის დაკავებისას პოლიციელი დაიჭრა.
პერტაიას განცხადებით, პოლიციელები ნამდვილად გმირები არიან და ეს მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ.
მისი თქმით, „პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ, თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ კრიმინალი და კრიმინალები დაამარცხონ!“
„დანაშაულის აღკვეთისას ბრალდებულმა პოლიციელი დაჭრა… ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ეს ადამიანები, პოლიციელები, ჩვენი და ჩვენი შვილების, ჩვენი მშობლების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად 24 საათის მანძილზე, ყოველ დღე, თავიანთ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ კრიმინალი და კრიმინალები დაამარცხონ! ამიტომ არის პოლიციელი გმირი და არასოდეს მოვერიდები ამის ხაზგასმას! მით უფრო, ჩვენს გარემოში, როცა პოლიციელის ძაგება, რატომღაც, თითქოს „კარგ ტონად” ითვლება, ვიდრე შექება… არადა, შესაქები ძალიან ბევრია. ეს საშიში ტენდენციაა. ამ მიდგომით, ჩვენ სინამდვილეში საკუთარ უსაფრთხოებას ვუთხრით ძირს და ვუპირისპირდებით. პოლიციელები გმირები არიან და მათ ეს ბევრჯერ დაუმტკიცებიათ!“, – წერს თეა პერტაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში დანაშაულის აღკვეთისას პოლიციელი დაიჭრა, ბრალდებული კი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები