თამარ ჩუგოშვილი: ჩემი სწავლა სრულადაა დაფინანსებული ჰარვარდის ერთ-ერთი პროგრამით

“ქართული ოცნების” წევრი თამარ ჩუგოშვილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
თამარ ჩუქოშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, სადაც აღნიშნულია თუ რომელი პროგრამის მეშვეობით მოხდა მისი  სწავლის დაფინანსება.
“ჩემი ჰარვარდში სწავლის დაფინანსება, როგორც ჩანს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, ჰოდა, სპეკულაცია რომ მორჩეს, აგერ მეგობრებო, სრულადაა დაფინანსებული თავად ჰარვარდის ერთ-ერთი ფელოუშიპ პროგრამით…
Nino Danelia იქნებ გვარამიას ჰკითხო მისი სწავლა ვინ დააფინანსა 120 000-ით, ყოველი შემთხვევისთვის, რადგან თვითონ სწავლის დაფინანსებას ვალში ყოფნად თვლით”, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილი.
14225476_1454381097911209_9064918556425402724_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები