კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა გრძელდება (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.
კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დასრულდა ბუნებრივი აირის მილების გადატანა, გზის კონტურის ფორმირების სამუშაოები და კიუვეტების მოწყობა. მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობის სამუშაოები, დაიგო ასფალტ-ბეტონის პირველი ფენა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის სტრატეგიული გზა, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას ქალაქის ისტორიულ ნაწილში.
„კრწანისი-შინდისის გზის მონაკვეთზე უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარის დაგება. პირველი ფენის დაგება სრულდება, რის შემდეგაც დაიწყება გზის მეორე საფარის დაგება. საინჟინრო ნაგებობები დასრულებულია, პარალელურად კეთდება გვერდულები და ისხმება კედლები. ვვარაუდობთ, რომ პირველი ოქტომბრისთვის ყველა ტიპის სამუშაო მთლიანად დასრულდება და გზაზე მოძრაობა გაიხსნება. ამ გზით გადაადგილდებიან ის ავტომანქანები, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდნენ. შესაბამისად, ქალაქის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებზე, მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობის სამუშაოებს შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს. ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.
14225510_1454298611252791_951668304160259306_n 14212593_1454298571252795_517245105674966885_n 14237558_1454298494586136_2995589618923066761_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები