აშშ-ში პატიმრების გაფიცვა დაიწყო

აშშ-ში პატიმრების გაფიცვა დაიწყო. ციხეში მყოფი ადამიანები საყოფაცხოვრებო პირობებს აპროტესტებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პატიმრები ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ, ისინი ჯანდაცვის სისტემითაც არიან უკმაყოფილოები. ამერიკული მედია ფლორიდის ორ ციხეში ბუნტის შესახებ იუწყება. ამჟამად იქ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ეს ზომები ხელისუფლებამ ფლორიდის შტატის ერთ-ერთ ციხეში მომხდარი არეულობის შემდეგ შემოიღო. ბუნტში 400-მდე პატიმარმა მიიღო მონაწილეობა. ამის შედეგად ციხის რამდენიმე შენობა, მათ შორის პატიმართა კამერები დაზიანდა. აშშ-ის ციხეებში ახლა, საერთო ჯამში, 2,2 მილიონი ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები