ბაღდადში აფეთქებების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ქალაქის სავაჭრო ცენტრთან ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ერთ-ერთ ავტომობილი ავტოსადგომზე აფეთქდა, ხოლო მეორე სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან თვითმკვლელმა ააფეთქა. დაღუპულთა შორის სამი პოლიციელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები