ტელეკომპანია “ტაბულამ” პროექტი “რესტორანი” გაზპრომის მიერ დაფუძნებულ მედიაჰოლდინგს მიჰყიდა

“ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მისი პროექტის რუსული მედიაჰოლდინგისთვის მიყიდვის შესახებ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ჩერგოლეიშვილი არაფერს ამბობს, რომ “кухня тв”, რომელმაც “ტაბულას” გადაცემა შეიძინა, შედის  “გაზპრომის” მიერ დაფუძნებულ ჰოლდინგში “Ред Медиа”.
“რამდენიმე შეშლილი ბობოქრობს, სავარაუდოდ, იმ წრიდან, თავის დროზე ლიანდაგებზე რომ გაიშხლართნენ, რუსეთს ბლოკადა უნდა მოვუწყოთო. შფოთვის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ “ტაბულას” ორმაგი სტანდარტი აქვს, ტელეპროდუქტი რუსეთში გაყიდაო (პირველი ქართული სატელევიზიო რეალითი შოუა, რომელიც უცხოურ ბაზარზე გაიყიდა და ძალიან გვიხარია). არასდროს, ჩემი ცხოვრების არც ერთ მონაკვეთში არ მიფიქრია, რომ რუსეთში ექსპორტი უნდა აიკრძალოს, ან რუსეთიდან ტურიზმი დაიბლოკოს. უფრო მეტიც, არათუ მე არ ჩამითვლია ეს საჭიროდ, არამედ არც იმ პოლიტიკურ გუნდს მიუჩნევია რუსეთში ექსპორტის აკრძალვა მართებულად, რომელსაც მე ამ არჩევნებში მხარს დავუჭერ.
კიდევ უფრო მეტი – იდიოტად მივიჩნევ ყველას, ვინც თვლის, რომ საქართველომ ბაზარი უნდა ჩაკეტოს რუსეთისთვის. ორმაგ სტანდარტზე საუბრისას, გთხოვთ წარმოადგინოთ „ტაბულას“, ჩემი, ან „ტაბულას“ რომელიმე წარმომადგენლის ის განცხადებები, სადაც რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ვითხოვთ ან რუსეთიდან ტურიზმის დაბლოკვას (ესეც ერთგვარი ექსპორტია).
“ტაბულა” წინააღმდეგია, რუსეთს ხელში ჩავუგდოთ იარაღი, რომლითაც ჩვენს უსაფრთხოებას შეარყევს, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის მყარი პოზიცია გვექნება, მაგრამ არასოდეს, არც ერთ ეტაპზე არ დაუჭერს მხარს რუსეთში ექსპორტის აკრძალვას, ან რუსეთიდან ტურიზმის დაბლოკვას.
ზოგადად, არაფერს დაუჭერს მხარს, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.
P.S. და კიდევ ერთი: რეიგანიდან დაწყებული, მიშათი დამთავრებული, მილიონები და მილიარდები იხარჯებოდა „ამერიკის ხმაზე“, „რადიო თავისუფლებაზე“, პიკზე, რომ რუსებს დასავლური და ჩვენი მედიაპროდუქტისთვის ესმინათ. თვითონ რუსები ხარჯავენ მილიარდებს, რომ რუსულ პროდუქტს ვუსმინოთ. გიჟი ნაც-ქოცები დამდევენ და ბენდუქიძეს რუსებს რატომ ასმენინებ, შე მოღალატე, ორმაგო სტანდარტოო – მლანძღავენ”,-წერს ჩერგოლეიშვილი.
ტელეკომპანია “ტაბულას”  პროექტის რუსული მედიაჰოლდინგისთვის მიყიდვის ფაქტი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა  ფიზიკოსმა, მერაბ აბდალაძემ გააკრიტიკა.
„ვიკიპედიიდან“ კი ირკვევა, რომ  „кухня тв“, რომელმაც „ტაბულას“ შოუ “რესტორანი” იყიდა, „გაზპრომის“ მიერ დაფუძნებულ ჰოლდინგში შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები