შპს „აგროჰაბის“ დამფუძნებელი: ფასწარმოქმნა რომ მაღალია, ამაზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით – ეს არის საკითხი, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით
„ფასწარმოქმნა რომ მაღალია, ამაზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით”,- ამის შესახებ შპს „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს.
„ფასწარმოქმნა რომ მაღალია, ამაზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. ამ მიზეზებზე იყო საუბარი. ეს არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა – მე, მაგალითად, ორივე მხარეს წარმოვადგენ ამ შემთხვევაში. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით“, – განაცხადა აკაკი ახვლედიანმა.