ნიკა ლალიაშვილი: საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას უნგრეთი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ახორციელებს
უნგრეთში საქართველოს ელჩის ნიკა ლალიაშვილის განცხადებით,
საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას უნგრეთი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ახორციელებს.
მისი შეფასებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბუდაპეშტში მნიშვნელოვანია.
„საქართველოს მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის მხარდაჭერას უნგრეთი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ახორციელებს. ასეთი ტიპის შეხვედრები უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში, ეს არის საპარლამენტო დიპლომატიის აშკარა გამოხატულება. გარდა ამისა, ეს გახლავთ კონკრეტული მიმართულებები, პროფესიული, სექტორული თანამშრომლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გამოადგება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბუდაპეშტში დასრულდა.