თეა წულუკიანი: სწორია, რომ სტრასბურგის სასამართლომ „საიასა“ და სხვათა საჩივრის მხოლოდ ერთი ნაწილის განხილვა დაიწყო, მცდარია ის, რომ მათ რაიმე გამარჯვება მოიპოვეს და მცდარია ის, რომ დარჩენილი ნაწილის არსებითი განხილვა დაიწყო

“საჯარო დოკუმენტში, წერილში ცალსახად წერია, რომ „საიასა“ და სხვათა სასარჩელო მოთხოვნების ერთი დიდი ნაწილი პალატის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მცდარია რომ “საიამ” რაიმე გამარჯვება მოიპოვა.

„სწორია, რომ სტრასბურგის სასამართლომ „საიასა“ და სხვათა საჩივრის მხოლოდ ერთი ნაწილის განხილვა დაიწყო. მცდარია ის, რომ მათ რაიმე გამარჯვება მოიპოვეს და მცდარია ის, რომ დარჩენილი ნაწილის არსებითი განხილვა დაიწყო. ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის საინტერესოა კითხვების ის ნაწილი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო სწორედ „საიას“ უსვამს. „საიას“ ეკითხება სტრასბურგის სასამართლო, არის თუ არა უფლებამოსილი პირი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ჩივის მის წინაშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

საჩივარი ამ ნაწილში დაუშვებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს ისეთ სიტუაციასთან, როდესაც ორგანიზაცია, ან ადამიანი ჩივის არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე, რასაც კრძალავს სტრასბურგის ევროპული კონვენცია, რომელსაც ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საია-ში აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები