აშშ-ში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ფოსტის გატეხვის ბრალდებით, ჰაკერები დააკავეს

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, ჯონ ბრენანის ელექტრონული ფოსტის გატეხვის ბრალდებით ორი ჰაკერი დააკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ენდრიუ ოტო ბოგსი და ჯასტინ გრეი ლივერმანი, რომლებმაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, დაზვერვის ხელმძღვანელის და სხვა მაღალჩინოსნების ელექტრონული ფოსტები გატეხეს. მათვე გაიტაცეს და გამოაქვეყნეს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და უშიშროების სამინისტროს 29 ათასი აგენტის მონაცემები.
ელექტრონულ ფოსტებში შეღწევის მიზნით, ჰაკერები თავს ინტერნეტ-პროვაიდერების წარმომადგენლებად ასაღებდნენ. ამ გზით მათ პაროლები შეცვალეს და ელექტრონულ ფოსტებთან წვდომა მოიპოვეს. დაკავებულები სასამართლოს წინაშე მომავალ კვირას წარდგებიან, მათ დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის გაასამართლებენ. აშშ-ში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ფოსტის გატეხვის ბრალდებით, ჰაკერები დააკავეს.
შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, ჯონ ბრენანის ელექტრონული ფოსტის გატეხვის ბრალდებით ორი ჰაკერი დააკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ენდრიუ ოტო ბოგსი და ჯასტინ გრეი ლივერმანი, რომლებმაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, დაზვერვის ხელმძღვანელის და სხვა მაღალჩინოსნების ელექტრონული ფოსტები გატეხეს. მათვე გაიტაცეს და გამოაქვეყნეს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და უშიშროების სამინისტროს 29 ათასი აგენტის მონაცემები.
ელექტრონულ ფოსტებში შეღწევის მიზნით, ჰაკერები თავს ინტერნეტ-პროვაიდერების წარმომადგენლებად ასაღებდნენ. ამ გზით მათ პაროლები შეცვალეს და ელექტრონულ ფოსტებთან წვდომა მოიპოვეს. დაკავებულები სასამართლოს წინაშე მომავალ კვირას წარდგებიან, მათ დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის გაასამართლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები