ფილიპინების პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანს ბრიყვი უწოდა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ გაეროს გენერალურ მდივანს, პან გი მუნს ბრიყვი უწოდა. მანამდე პან გი მუნმა დუტერტე ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.
„მე გეუბნები შენ, რომ უბრალოდ მორიგი ბრიყვი ხარ. მე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებ, მე მათ არ დავინდობ“, – განაცხადა დუტერტემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დუტერტემ უცენზურო სიტყვებით აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოიხსენია.
ფილიპინების პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის მისმა მეთოდებმა გამოიწვია. ბოლო თვეებში ფილიპინებში პოლიციამ ნარკომაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების დროს 2 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები