ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში „თალიბებმა“ უშიშროების ძალებს ალყა შემოარტყეს

An Afghan policeman travels in the back of a truck in Tirin Kot, the capital of Uruzgan province southern of Kabul, Afghanistan, Thursday, Sept. 8, 2016. The Taliban pushed into the capital of Afghanistan's southern Uruzgan province on Thursday, triggering fierce clashes and sending all government officials fleeing from the city, an Afghan official said. (AP Photo)

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ურუზგანის პროვინციაში, მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ უშიშროების ძალებს ალყა შემოარტყეს. ბრძოლა ქალაქ ტარინ კოტში, სამთავრობო შენობებიდან რამდენიმე ათეულ მეტრში გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერებმა ქალაქი დატოვეს. მძიმე ბრძოლების შემდეგ სამთავრობო ძალებმა, ავიაციის დახმარებით, ალყის გარღვევა მოახერხეს, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ვინაიდან სამთავრობო ძალებს ტყვია-წამალი და სურსათი უთავდებათ. თალიბები კვლავ ქალაქის ტერიტორიაზე რჩებიან. შეიარაღებული შეტაკებების შედეგად 30 „ბოევიკი“ და უშიშროების ძალების 7 წარმომადგენელი დაიღუპა. თავის მხრივ, „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამთავრობო ძალებზე თავდასხმის დროს მათ დიდი ოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის გატაცება მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები