„ევროვიზია-2017“ კიევში გაიმართება  

მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია-2017“ კიევში გაიმართება. ბოლო დრომდე კიევსა და ოდესას შორის კონკურსის ჩატარებაზე დაძაბული პაექრობა მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა კიევს მიენიჭა. უკრაინის კულტურის სამინისტრო ტელერადიომაუწყებლობის კომიტეტს ღონისძიების ჩასატარებლად 17 მლნ. აშშ დოლარს გამოუყოფს.
კონკურსი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართება.
„ევროვიზია 2016“-ის კონკურსზე უკრაინელი მომღერლის, ჯამალას გამარჯვების შემდეგ უკრაინის ქალაქებს შორის ღონისძიების ჩატარებაზე კონკურსი გაიმართა. ფინალში კიევი და ოდესა გავიდნენ,  საბოლოოდ კი კიევმა გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები