ამერიკელი ფიზიკოსი : ჩვენ ყველანი ღმერთის მატრიცაში ვცხოვრობთ

წარმოშობით იაპონელმა, ამერიკელმა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა მიტიო კაკუმ შეიმუშავა თეორია, რომელიც ღმერთის არსებობას ე.წ. „სიმების თეორიით“ ხსნის. კაკუ დარწმუნებულია, რომ სამყარო გონიერმა არსებამ შექმნა.
„მე მივედი დასკვნამდე, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ემორჩილება კანონებს, წესებს, რომლებიც გონებამ დაადგინა“, – აცხადებს ის. მეცნიერი ამბობს, რომ ფიზიკის ძირითადი მიზანია „ისეთი ფორმულის შემუშავება, რომელიც ბუნების ძალებს გააერთიანებს და ღმერთის გონების წაკითხვის საშუალებას შექმნის“.
სამყაროს გონების არსებობის შესახებ კაკუმ დასკვნა გამოიტანა „პრიმიტიულ ტაქიონებთან“ ექსპერიმენტების შემდეგ. ტაქიონი არის ნაწილაკი, რომელიც სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილდება. თუმცა ბევრი ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთი ნაწილაკი ბუნებაში არ არსებობს, ვინაიდან ის ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება. ამ ექსპერიმენტების შემდეგ კაკუმ დაადგინა, რომ კაცობრიობა „მატრიცაში“ ცხოვრობს ანუ სამყაროში, რომელიც ინტელექტის მქონე არქიტექტორმა შექმნა. ფიზიკოსი აცხადებს, რომ სამყარო არის ვიბრაციის პროცესში მყოფი სიმების სიმფონია, რომელიც ღმერთის გონებიდან მოდის. და ეს კოსმოსური მუსიკა ჰიპერსივრცის 11 განზომილებაში ვიბრირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები