ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ქაბულში გატაცებული ორი პროფესორის გათავისუფლება ვერ შეძლეს

ამერიკელი სპეცრაზმელების მიერ ქაბულში გატაცებული ორი პროფესორის გათავისუფლების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება. ოპერაცია რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ჯალალაბადის სიახლოვეს ჩატარდა, მაგრამ ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი.
ამერიკის უნივერსიტეტის ორი პროფესორი – ამერიკელი და ავსტრალიელი- 7 აგვისტოს გაიტაცეს. ოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა შვიდი „ბოევიკი“ გაანადგურეს, მაგრამ გატაცებული პროფესორები იმ ადგილას არ აღმოჩნდნენ. ამჟამად მათი ადგილსამყოფელი უცნობია. სპეცოპერაციის ჩატარების სანქცია აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები