ოდესაში შეიარაღებული პირები სასტუმროში შეიჭრნენ – არიან დაჭრილები (ფოტო, ვიდეო)

ოდესაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო “Villa le Premier”-ში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. პოლიციასთან შეტაკების დროს სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
როგორც ოდესის პოლიცია იუწყება, დაპირისპირება სასტუმროს ორ მეპატრონეს შორის მოხდა. მათ დაცვის ფირმები დაიქირავეს, რომელთა შორისაც შეიარაღებული შეტაკება მოხდა.
მოგვიანებით პოლიციამ შეტაკების 23 მონაწილე დააკავა. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალები. მიმდინარეობს გამოძიება.

 14256537_10206754769059455_829674024_n 14256252_10206754768979453_2010506844_n 14249331_10206754769099456_10778484_n 14269465_10206754769019454_536076984_n 14249267_10206754768939452_676569144_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები